საცალო სეგმენტის საკრედიტო რისკების მართვის მენეჯერი
Posted 1 day ago
სამუშაოს აღწერილობა
რას გააკეთებ:
• Agile გუნდებთან ერთად მუშაობით უზრუნველყოფ პორტფელის მოცულობის ზრდის მიზნით ბანკისთვის მისაღები რისკის პროფილის მქონე სეგმენტის იდენტიფიცირებას და მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით დაკრედიტების პარამეტრებში შესაბამისი ცვლილებების ინიცირებას;
• პასუხისმგებელი იქნები საკრედიტო რისკების კუთხით ბიზნეს ინიციატივების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემაზე, საცალო პორტფელის დეტალური ანალიზსა და საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება/შეფასება/მონიტორინგზე;
• გექნება ხშირი კომუნიკაცია სხვადასხვა საცალო სეგმენტის მომსახურების ლიგის ტრაიბებთან საკრედიტო პორტფელის უფრო ეფეტურად მართვის მექანიზმების გამოვლენის მიზნით;
• უზრუნველყოფ პროდუქტების გაუმჯობესებისათვის დაგეგმილი სტრატეგიული და ტაქტიკური ამოცანების შესრულებას.
კვალიფიკაცია
კარგი იქნება რომ გქონდეს:
- განათლება მათემატიკური / ფინანსური / ეკონომიკური მიმართულებით და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
- სასურველია საკრედიტო მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- მონაცემთა დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის მეთოდების ცოდნა
- სასურველია SQL, Python, Tableau ან Power BI-თან მუშაობის გამოცდილება
- გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Other open roles at TBCBANK(6)
Jobr aggregates jobs directly from company career portals — no middlemen. Our team applies on your behalf with AI-tailored resumes, reviewed by a human before submission.