T

სტაჟიორი - ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის განყოფილება

Posted 13 days ago

Officeთბილისი, , Georgia

სამუშაოს აღწერილობა

გუნდის საქმიანობის აღწერა

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორული ურთიერთობების მხარდაჭერას. გუნდი პასუხისმგებელია Nostro და Loro ანგარიშების გახსნისა და მართვის პროცესების კოორდინაციაზე, საკორესპონდენტო ბიზნესის, ასევე ბანკების ფინანსური ანალიზისა და შიდა სტრუქტურებთან დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციის შესრულებაზე.

შენ, როგორც სტაჟიორი, ჩაერთვები ისეთ პროცესებში, როგორიცაა:

  • Nostro და Loro ანგარიშების გახსნისა და ონბორდინგის საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობა;
  • ბანკების ფინანსურ ანალიზში და ლიმიტების დაწესებაში მონაწილება ბანკის შიდა მიმართულებების მოთხოვნის შესაბამისად;
  • პარტნიორ ინსტიტუტებთან ორმხრივი დოკუმენტაციისა და შესაბამისი კითხვარების წარმოება ;
  • შიდა სტრუქტურებთან (Compliance, იურიდიული, ანგარიშსწორება, ხაზინა) კოორდინაცია ანგარიშების გახსნის პროცესში;
  • საკორესპონდენტო ბიზნესის, გადახდების მარშრუტებისა და Nostro ხარჯების სისტემატურ ანალიზში მონაწილეობა;
  • პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების შესახებ მონაცემების დამუშავება, ანალიზი და რეპორტების მომზადება;
  • ბანკის შიდა ბიზნეს ერთეულების (ხაზინა, ვაჭრობის დაფინანსება, custody) მხარდაჭერა პარტნიორებთან პირველადი კოორდინაციის ეტაპზე.

კვალიფიკაცია

ეს შესაძლებლობა შენთვისაა, თუ: 

  • ხარ ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების  მიმართულებით მე-3/მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • ხარ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი; 
  • გამოირჩევი  ძლიერი კომუნიკაციის და მულტითასქინგის უნარით;    
  • ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე. უპირატესობაა რუსული ენის ცოდნა;
  • ფლობ MS Office-ის პროგრამებს (Excel, Word, PowerPoint) მაღალ დონეზე;
  • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Job details
Workplace
Office
Location
თბილისი, , Georgia
Apply smarter with Jobr

Jobr aggregates jobs directly from company career portals — no middlemen. Our team applies on your behalf with AI-tailored resumes, reviewed by a human before submission.

Direct from company career pages
AI-personalised cover letters
Human review before every submit
Application tracking & follow-ups