T

არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა

Posted 8 days ago

Officeთბილისი, , Georgia

სამუშაოს აღწერილობა

პოზიცია პასუხისმგებელია ბანკის ფილიალების, ბექ ოფისების, საკასო ცენტრების, სამუშაო სივრცეების, საწყობებისა და სხვა ობიექტების არქიტექტურულ დაგეგმვაზე, პროექტირებაზე, სარემონტო-სამშენებლო პროექტების კოორდინაციასა და ბანკის ერთიანი არქიტექტურული სტანდარტების დაცვაზე.

როლი მოიცავს როგორც ახალი ობიექტების კონცეფციის შემუშავებას, ასევე არსებული სივრცეების განახლებასა და რეკონსტრუქციას. პოზიცია უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიან, ეფექტურ და დროულ განხორციელებას ყველა ჩართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

არქიტექტურული დაგეგმვა და პროექტირება

• ახალი ფილიალების, ბექ ოფისების, სამუშაო სივრცეების, საკასო ცენტრების, საწყობებისა და სხვა ობიექტების სივრცის ანალიზი და პროექტირება;

• არსებული ობიექტების სარეკონსტრუქციო და სარემონტო პროექტების მომზადება;

• ავეჯის განლაგების, ინტერიერის ელემენტების, ფარდა-ჟალუზების, სარეკლამო აბრებისა და სხვა ვიზუალური კომპონენტების პროექტების შემუშავება;

• ბანკის არქიტექტურულ, ფუნქციურ და ბრენდულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

პროექტების მართვა და კოორდინაცია

• პროექტების შეთანხმება ბიზნეს მიმართულებებთან, რეგიონალურ ხელმძღვანელებთან, უსაფრთხოების, IT და სხვა ფუნქციურ გუნდებთან;

• გარე საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიერ მომზადებული პროექტების განხილვა და შეფასება;

• სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი;

• პროექტების ვადების, ხარისხისა და შეთანხმებული სტანდარტების დაცვის კონტროლი;

• პროექტის განხორციელების პროცესში შესაძლო რისკების, შეფერხებებისა და გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა.

ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა

• ბანკის ფილიალებსა და ოფისებში არქიტექტურული, ვიზუალური და ბრენდული სტანდარტების მონიტორინგი;

• ავეჯის, სარეკლამო ელემენტებისა და სხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტების ხარისხის კონტროლი;

• შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურება.

რეგულაციები და ადმინისტრაციული მხარდაჭერა

სახელმწიფო უწყებებთან და მუნიციპალიტეტებთან შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება; 

• შეთანხმებებისა და ნებართვების პროცესის კოორდინაცია; 

• საჭირო მასალებისა და ინვენტარის დაგეგმვასა და შეკვეთის პროცესში მონაწილეობა.

პროცესების განვითარება

• ხარჯების ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და პროცესების ეფექტიანობის ზრდის ინიციატივების შეთავაზება;

• თანამედროვე არქიტექტურული და დიზაინის ტენდენციების კვლევა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.

კვალიფიკაცია

• უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;

• არქიტექტურული პროექტირების, ინტერიერის დაგეგმარების ან სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;

• არქიტექტურული პროგრამები: აუცილებელია Archi CAD-ის კარგად ცოდნა (კარგი იქნება 3D ვიზუალისაციისათვის სხვა პროგრემების ცოდნაც)

• Microsoft Office პროგრამების ცოდნა;

• ტექნიკური ნახაზების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;

• პროექტების კოორდინაციისა და მრავალ დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;

• დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

• პრობლემების გადაჭრის, პრიორიტეტების მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

• ინიციატივიანობა და მუდმივი განვითარების სურვილი.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Job details
Workplace
Office
Location
თბილისი, , Georgia
Apply smarter with Jobr

Jobr aggregates jobs directly from company career portals — no middlemen. Our team applies on your behalf with AI-tailored resumes, reviewed by a human before submission.

Direct from company career pages
AI-personalised cover letters
Human review before every submit
Application tracking & follow-ups