ბიზნეს ანალიზის მენეჯერი (MSME Planning and Analysis Team)
Posted 8 days ago
სამუშაოს აღწერილობა
გსურს იმუშაო ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ბიზნეს მიმართულებაში და შენი ანალიტიკური ხედვით გავლენა მოახდინო მნიშვნელოვან ბიზნეს გადაწყვეტილებებზე?
ვიწვევთ ბიზნეს ანალიზის მენეჯერს MSME Planning and Analysis Team-ში, რომელიც ჩაერთვება მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ფინანსური დაგეგმვის, ანალიზისა და ბიზნეს შედეგების შეფასების პროცესებში.
ეს პოზიცია გაძლევს შესაძლებლობას იმუშაო მონაცემებზე დაფუძნებულ გარემოში, ითანამშრომლო სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებასთან და მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
რას გააკეთებ?
• MSME მიმართულების ფინანსური და ბიზნეს შედეგების ანალიზს;
• ბიუჯეტირების, პროგნოზირების და ფინანსური დაგეგმვის პროცესებში მონაწილეობას;
• ბიზნეს მაჩვენებლების მონიტორინგსა და ტენდენციების შეფასებას;
• მენეჯმენტისთვის ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
• პროდუქტების, სეგმენტებისა და კლიენტების მომგებიანობის ანალიზს;
• რეპორტინგისა და მონაცემთა დამუშავების პროცესების გაუმჯობესებასა და ავტომატიზაციაში მონაწილეობას;
• მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდაჭერას;
• MSME ბიზნესის, ფინანსების, რისკებისა და სხვა მიმართულებების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
ვის ვეძებთ?
• ძლიერი ანალიტიკური აზროვნების მქონე პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია მონაცემებში მნიშვნელოვანი კავშირებისა და შესაძლებლობების დანახვა;
• ადამიანს, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ ამოცანებს და შედეგზეა ორიენტირებული;
• კანდიდატს, რომელსაც სიამოვნებს გამოწვევებთან მუშაობა და პრობლემების გადაჭრა;
• პროფესიონალს, რომელსაც აქვს ფინანსური ანალიზის, ბიზნეს ანალიზის, FP&A-ს ან მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით გამოცდილება;
• საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კვალიფიკაცია
აუცილებელი მოთხოვნები
• Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
• მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის გამოცდილება;
• სტატისტიკური ანალიზის მეთოდების ცოდნა;
• ძლიერი ანალიტიკური, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება;
• ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი უპირატესობები
• SQL-ის ცოდნა;
• Power BI-ის ცოდნა;
• საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
რას გთავაზობთ?
• საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
• პროფესიული და კარიერული განვითარების გარემოს;
• გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობას;
• თანამედროვე ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის შესაძლებლობას;
• გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Other open roles at TBCBANK(6)
Jobr aggregates jobs directly from company career portals — no middlemen. Our team applies on your behalf with AI-tailored resumes, reviewed by a human before submission.