TBCBANK logo

SME ბანკირი - ბათუმის ფილიალი

Posted about 3 hours ago

Officeბათუმი, , Georgia

სამუშაოს აღწერილობა

  • შენ როგორც SME ბანკირი შეისწავლი დარგში არსებულ თითოეულ მედიუმ კლიენტს, მოახდენ მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების სისტემატურ ანალიზს და მათზე მორგებულ, დივერსიფიცირებულ საბანკო/ფინანსურ პროდუქტებს შესთავაზებ;
  • აქტიურად იზრუნებ სასესხო და სადეპოზიტო პორტფელის ზრდაზე, ახალი კლიენტების მოზიდვასა და შენს მართვაში არსებული პორტფელის მომგებიანობაზე;
  • მუდმივად შეინარჩუნებ მედიუმ კლიენტების მომსახურების მაღალ ხარისხს, იქნები მათი ინტერესების გამტარებელი და სტრატეგიული მრჩეველი;
  • მუდმივად მონიტორინგს გაუწევ მართვაში არსებული პორტფელის ხარისხს და უზრუნველყოფ რისკების დროულ იდენტიფიცირებას;
  • ჩაატარებ ვიზიტებს პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან, მოიძიებ საჭირო ინფორმაციას და ფინანსურ ანალიტიკოსებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფ სესხის გაცემის პროცესის ოპერატიულად და ეფექტურად წარმართვას.

    ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

  • გაყიდვების ძლიერი უნარები და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • დამარწმუნებელი, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის ნიჭი;
  • სხარტი, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება;
  • ინიციატივა, ახალი კლიენტების მოზიდვისა და გამოწვევების ძიების სურვილი;
  • საქმიანობის ორგანიზების, პრიორიტეტების დასახვისა და დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი.

კვალიფიკაცია

კვალიფიკაცია და გამოცდილება:

  • ბიზნეს (საშუალო/მსხვილ) კლიენტებთან ურთიერთობისა და აქტიური გაყიდვების გამოცდილება;
  • ბიზნეს პორტფელის მართვის (Portfolio Management) წარმატებული გამოცდილება;
  • ფინანსური მაჩვენებლებისა და მონაცემების ბაზისური გაგება (კლიენტის საჭიროებების სწორად შესაფასებლად და ანალიტიკოსებთან კომუნიკაციისთვის)
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა 

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Job details
Workplace
Office
Location
ბათუმი, , Georgia

TBC is an independently owned, full-service branding, advertising and strategic communications agency with headquarters in Baltimore, Maryland, USA. Combining strategy and data to drive results, the agency’s services include advertising, brand strategy and development, content strategy & copywriting, social media, public relations, custom consumer data modeling and intelligence, media planning, buying & analytics, and digital marketing. TBC also maintains in-house TV and broadcast production. To learn more, visit tbc.us.

Employees
1368
Industry
Marketing Services
Headquarters
Baltimore, Maryland
Founded
1974
Company location
3601 O'Donnell St, Suite 100 - The Barrel Building, Baltimore, Maryland 21224, US
Specialties
Advertising, Public Relations, Broadcast and Film Production, Interactive, Direct Marketing, Sports and Entertainment Marketing, B2B, HR and Recruitment, Strategic Planning, and Unconventional Media

Key team members

Casey Rhoads

Casey Rhoads

Apply smarter with Jobr

Jobr aggregates jobs directly from company career portals — no middlemen. Our team applies on your behalf with AI-tailored resumes, reviewed by a human before submission.

Direct from company career pages
AI-personalised cover letters
Human review before every submit
Application tracking & follow-ups