თვითდასაქმებულ პირთა საკრედიტო ექსპერტი (RB ბანკირი) - მარტვილის ს/ც #1
Posted about 5 hours ago
სამუშაოს აღწერილობა
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაყიდვები, ფინანსური ანალიზი და გსურს კარიერული განვითარება ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ საბანკო გარემოში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
რას გააკეთებ?
როგორც RB ბანკირი, შენ:
- აღმოაჩენ და მოიზიდავ ახალ მომხმარებლებს;
- შეისწავლი მათ საჭიროებებს და შესთავაზებ საუკეთესო ფინანსურ გადაწყვეტილებებს;
- შეაფასებ მომხმარებლის ფინანსურ მდგომარეობასა და საკრედიტო რისკებს;
- დაამუშავებ საკრედიტო განაცხადებს და მოამზადებ შესაბამის დოკუმენტაციას;
- იზრუნებ შენს საკრედიტო პორტფელზე და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე;
- გამოიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და AI ინსტრუმენტებს ყოველდღიურ საქმიანობაში.
კვალიფიკაცია
ვის ვეძებთ?
მოხარული ვიქნებით, თუ:
- გაქვს გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ფლობ ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარებს;
- ხარ შედეგზე ორიენტირებული, ინიციატივიანი და პასუხისმგებლიანი;
- შეგიძლია ფინანსური ინფორმაციის ანალიზი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება;
- გაქვს გუნდურად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებთან და AI ინსტრუმენტებთან მუშაობის ინტერესი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- საბანკო სექტორში, მინი/მიკრო სესხების ან საცალო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
რას გთავაზობთ?
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და ყოველთვიურ ბონუსურ სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევასა და მრავალფეროვან კორპორაციულ ბენეფიტებს;
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს;
- ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებზე შეუზღუდავ წვდომას;
- თანამედროვე, ინოვაციურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
- განსაკუთრებული დიზაინისა და განახლებული კონცეფციის ფილიალებში მუშაობის შესაძლებლობას.
შემოგვიერთდი, შექმენი წარმატების საკუთარი ისტორია და განავითარე კარიერა ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ საბანკო გუნდში!
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ელფოსტა – [email protected]
- ანონიმური წერილი.
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Other open roles at TBCBANK(6)
TBC is an independently owned, full-service branding, advertising and strategic communications agency with headquarters in Baltimore, Maryland, USA. Combining strategy and data to drive results, the agency’s services include advertising, brand strategy and development, content strategy & copywriting, social media, public relations, custom consumer data modeling and intelligence, media planning, buying & analytics, and digital marketing. TBC also maintains in-house TV and broadcast production. To learn more, visit tbc.us.
Key team members

Casey Rhoads
Jobr aggregates jobs directly from company career portals — no middlemen. Our team applies on your behalf with AI-tailored resumes, reviewed by a human before submission.