TBCBANK logo

სერვის ექსპერტი -ავტო სესხების და ლომბარდის ბიზნესის მართვის გუნდი

Posted 6 days ago

Remoteთბილისი, , Georgia

სამუშაოს აღწერილობა

თიბისის, უზრუნველყოფილი სესხების მიმართულებაში, ავტო სესხების და ლომბარდის ბიზნესის მართვის ეჯაილ გუნდში  ვეძებთ  ტექნიკური გამოცდილების- სერვის ექსპერტს!

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც ზრუნავს ლომბარდის პროდუქტების განვითარებაზე და სერვისების შექმნაზე. შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშავო გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს ამოცანები ლომბარდის პროდუქტების კუთხით

რას გააკეთებ:

  • არსებული და ახალი ბიზნეს პროცესების განვითარების კუთხით, დეველოპმენტის გუნდისათვის ბიზნეს/ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება და  მართვა;
  • ამოცანის შესრულების ხარისხსა და  ვადებზე პასუხისმგებლობის აღება;
  • ამოცანების დანერგვა ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების გამოყენებით
  • ბიზნეს ამოცანის შესაბამისი გადაწყვეტილების დაპროექტება, როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;
  • გუნდთან ერთად განსაზღვრავ ამოცანებს, დაგეგმავ მათ შესრულებას ბიზნეს საჭიროების და პრიორიტეტების გათვალისწინებით;
  • გუნდთან ერთად გააანალიზებ გუნდში შემავალ პროდუქტებს, გამოწვევებს და გაუმჯობესების შესაძლებლობებს;
  • დააგენერირებ იდეებს და წინადადებებს პროდუქტების, მათი შესაბამისი პროცესების და მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
  • მონაწილეობას მიიღებ პროცესების და სტანდარტების მეთოდოლოგიის დახვეწაში და/ან მათ გაციფრულებაში;
  • გაანალიზებ პროექტის მოთხოვნების რეალიზაციის შესაძლებლობებს, შეაგროვებ მოთხოვნებს, გაანალიზებ დოკუმენტებს პროექტში მონაწილე მხარეებისგან ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით და მოამზადებ შესაბამის ტექნიკურ დავალებებს; 
  • შეასრულებ ფუნქციონალური ექსპერტის როლს პროექტის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში.

კვალიფიკაცია

  • ბანკის პროცესების/პროდუქტების ცოდნა
  • ბიზნეს პროცესების მოდელირების (ტექნიკების/მეთოდოლოგიების) ცოდნა;
  • ტექნიკურ ამოცანებზე მუშაობის გამოცდილება
  • სისტემის დანერგვების მიმართულებით გამოცდილება
  • ეჯაილ გუნდში მუშაობის გამოცდილება ( მიენიჭება უპირატესობა)
  • გუნდის/პროდუქტის/ბიზნესის სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობის გამოცდილება
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება 
  • სასურველია ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Job details
Workplace
Remote
Location
თბილისი, , Georgia

TBC is an independently owned, full-service branding, advertising and strategic communications agency with headquarters in Baltimore, Maryland, USA. Combining strategy and data to drive results, the agency’s services include advertising, brand strategy and development, content strategy & copywriting, social media, public relations, custom consumer data modeling and intelligence, media planning, buying & analytics, and digital marketing. TBC also maintains in-house TV and broadcast production. To learn more, visit tbc.us.

Employees
1368
Industry
Marketing Services
Headquarters
Baltimore, Maryland
Founded
1974
Specialties
Advertising, Public Relations, Broadcast and Film Production, Interactive, Direct Marketing, Sports and Entertainment Marketing, B2B, HR and Recruitment, Strategic Planning, and Unconventional Media

Key team members

Casey Rhoads

Casey Rhoads

Apply smarter with Jobr

Jobr aggregates jobs directly from company career portals — no middlemen. Our team applies on your behalf with AI-tailored resumes, reviewed by a human before submission.

Direct from company career pages
AI-personalised cover letters
Human review before every submit
Application tracking & follow-ups