TBCBANK logo

სისტემის ანალიტიკოსი - ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა

Posted about 2 hours ago

Remoteთბილისი, , Georgia

სამუშაოს აღწერილობა

ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგაში ვეძებთ სისტემის ანალიტიკოსს.

რას გააკეთებ?

  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს ამოცანების, პროცესებისა და მოდელების ანალიზში;
  • დააპროექტებ ბიზნეს ამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;
  • გაანალიზებ და დააპროექტებ სისტემებს შორის ინტეგრაციებს;
  • შეიმუშავებ სისტემის არქიტექტურას ან მოახდენ არსებულის ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;
  • გააკეთებ ინტეგრაციების პროცესების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;
  • მოამზადებ სისტემის არქიტექტურის დოკუმენტს;
  • ბანკის IT არქიტექტორებთან ერთად განიხილავ და შეათანხმებ სისტემის არქიტექტურას;
  • იმუშავებ სისტემის შექმნასა და განვითარებაზე ადგილობრივ და უცხოელ ვენდორებთან ერთად;
  • მონაწილეობას მიიღებ Continuous integration და Continuous deployment პროცესების აწყობაში;
  • მონაწილეობას მიიღებ სისტემის ვერსიების მართვასა და დანერგვებში;

კვალიფიკაცია

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
  • გიყვარს სისტემების დიზაინი და მათი არქიტექტურის ანალიზი;
  •  გაქვს სისტემის ანალიტიკოსის, ბიზნეს ანალიტიკოსის, პროგრამისტის ან DevOps ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გაქვს სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადების გამოცდილება, UML და ERD დაიგრამებით;
  • გაქვს მონაცემთა ბაზებთან და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი და არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;

დამატებითი ინფორმაცია

  •  სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა, როგორებიცაა სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები, Event Sourcing, Domain-driven design (DDD) და სხვა.
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Job details
Workplace
Remote
Location
თბილისი, , Georgia

TBC is an independently owned, full-service branding, advertising and strategic communications agency with headquarters in Baltimore, Maryland, USA. Combining strategy and data to drive results, the agency’s services include advertising, brand strategy and development, content strategy & copywriting, social media, public relations, custom consumer data modeling and intelligence, media planning, buying & analytics, and digital marketing. TBC also maintains in-house TV and broadcast production. To learn more, visit tbc.us.

Employees
1368
Industry
Marketing Services
Headquarters
Baltimore, Maryland
Founded
1974
Specialties
Advertising, Public Relations, Broadcast and Film Production, Interactive, Direct Marketing, Sports and Entertainment Marketing, B2B, HR and Recruitment, Strategic Planning, and Unconventional Media

Key team members

Casey Rhoads

Casey Rhoads

Apply smarter with Jobr

Jobr aggregates jobs directly from company career portals — no middlemen. Our team applies on your behalf with AI-tailored resumes, reviewed by a human before submission.

Direct from company career pages
AI-personalised cover letters
Human review before every submit
Application tracking & follow-ups