TBCBANK logo

მოდელების რისკების მართვის მენეჯერი

Posted 7 days ago

Officeთბილისი, , Georgia

სამუშაოს აღწერილობა

თიბისი ბანკის მოდელების რისკების მართვის გუნდში ვეძებთ მოდელების ვალიდაციის მენეჯერს, რომლის ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება სტატისტიკური და მანქანური სწავლების მოდელების რისკის დონის შეფასება და ვალიდაცია.

რას გააკეთებ:

  • ვალიდაციას გაუკეთებ ახლად შექმნილ მოდელებს, რომ განხორციელდეს მხოლოდ მისაღები ხარისხის მქონე მოდელების დანერგვა.
  • ვალიდაციას გაუკეთებ არსებულ მოდელებს, რომ უზრუნველყოფილ იქნას მხოლოდ მისაღები ხარისხის მქონე მოდელების გამოყენება.
  • მოამზადებ ახალი და არსებული მოდელების ვალიდაციის რეპორტებს.
  • უზრუნველყოფ მოდელების რისკების მართვის პოლიტიკისა და სტანდარტების აღსრულებას.
  • მართავ მოდელების ბიბლიოთეკას.
  • ფოკუსირებული იქნები უწყვეტ განვითარებაზე და ჩამოაყალიბებ წინადადებებს, რომელიც ხელს შეუწყობს მოდელების ვალიდაციის გაუმჯობესებას.

კვალიფიკაცია

აუცილებელია გქონდეს:

  • ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი სტატისტიკის, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების, ეკონომიკის ან სხვა ტექნიკური მიმართულებით.
  • მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება სტატისტიკური და მანქანური სწავლების მოდელებით რეალური ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტაში.
  • Python-ში მუშაობის გამოცდილება.
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
  • გუნდური მუშაობის კულტურა.
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სასურველია გქონდეს:

  • Python-ში ხეზე დაფუძნებული და ნეირონული ქსელების მოდელების აგების გამოცდილება.
  • მანქანური სწავლების პროექტის სასიცოცხლო ციკლისა და მისი კომპონენტების შესახებ საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა.
  • საკრედიტო განაცხადის სქორქარდ მოდელების აგების გამოცდილება.
  • ძირითადი საბანკო ბიზნეს პროცესების ცოდნა.
  • SQL-ის ცოდნა.
  • Power BI-ის ცოდნა.
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა 

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Job details
Workplace
Office
Location
თბილისი, , Georgia

TBC is an independently owned, full-service branding, advertising and strategic communications agency with headquarters in Baltimore, Maryland, USA. Combining strategy and data to drive results, the agency’s services include advertising, brand strategy and development, content strategy & copywriting, social media, public relations, custom consumer data modeling and intelligence, media planning, buying & analytics, and digital marketing. TBC also maintains in-house TV and broadcast production. To learn more, visit tbc.us.

Employees
1368
Industry
Marketing Services
Headquarters
Baltimore, Maryland
Founded
1974
Specialties
Advertising, Public Relations, Broadcast and Film Production, Interactive, Direct Marketing, Sports and Entertainment Marketing, B2B, HR and Recruitment, Strategic Planning, and Unconventional Media

Key team members

Casey Rhoads

Casey Rhoads

Apply smarter with Jobr

Jobr aggregates jobs directly from company career portals — no middlemen. Our team applies on your behalf with AI-tailored resumes, reviewed by a human before submission.

Direct from company career pages
AI-personalised cover letters
Human review before every submit
Application tracking & follow-ups