სტაჟიორი - ლოიალობის მიმართულების მარკეტინგის ცოდნის ცენტრის გუნდი
Posted about 8 hours ago
სამუშაოს აღწერილობა
გუნდის საქმიანობის აღწერა
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე და ყოველდღიურად, მრავალ საინტერესო და მასშტაბურ აქციას ახორციელებს. ჩვენ გვერთიანებს ერთი მთავარი მიზანი - მომხმარებლისთვის სასარგებლო, ხელსაყრელი პირობების შეთავაზება და მათი ლოიალობის მოპოვება.
შენ, როგორც სტაჟიორი:
- ჩაერთვები მარკეტინგულ პროექტებში ხელმძღვანელის სუპერვაიზინგით;
- მონაწილეობას მიიღებ მასშტაბური კამპანიების (Black Friday, Back to School და ა.შ.) დაგეგმვასა და აღსრულებაში;
- ჩაერთვები სხვადასხვა მარკეტინგული მასალისა და კომუნიკაციის შექმნაში დიზაინერებთან, კონტენტის გუნდსა და სააგენტოებთან ერთად;
- იმუშავებ ახალ იდეებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიურობას გაუმარტივებს ;
- აქტიურად ჩაერთვები თიბისის ლოიალობის პროგრამის განვითარების პროცესში;
- მონაწილეობას მიიღებ სარეკლამო გადაღებების დაგეგმვასა და კოორდინირებაში.
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- ხარ მე-3, მე-4 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
- ხარ დინამიური და გსურთ ასეთივე გარემოში მუშაობა;
- ხარ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი;
- გამოირჩევი ძლიერი კომუნიკაციის და მულტითასქინგის უნარით;
- თავისუფლად წერ და საუბრობ ინგლისურ და ქართულ ენებზე;
- გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ელფოსტა – [email protected]
- ანონიმური წერილი.
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Other open roles at TBCBANK(6)
TBC is an independently owned, full-service branding, advertising and strategic communications agency with headquarters in Baltimore, Maryland, USA. Combining strategy and data to drive results, the agency’s services include advertising, brand strategy and development, content strategy & copywriting, social media, public relations, custom consumer data modeling and intelligence, media planning, buying & analytics, and digital marketing. TBC also maintains in-house TV and broadcast production. To learn more, visit tbc.us.
Key team members

Casey Rhoads
Jobr aggregates jobs directly from company career portals — no middlemen. Our team applies on your behalf with AI-tailored resumes, reviewed by a human before submission.