Cellfie Mobile logo

Data Scientist

Posted 25 days ago

OfficeTbilisi, Tbilisi, Georgia

სამუშაოს აღწერილობა

სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მონაცემთა მეცნიერის როლზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სელფი მობაილის სათავო ოფისი

თუ გიყვარს რთული ამოცანების ამოხსნა, პროგნოზირებადი მოდელების შექმნა, მონაცემებში დამალული კანონზომიერებების პოვნა და გსურს გავლენა მოახდინო პროდუქტების, მომხმარებელთა გამოცდილებისა და ბიზნეს პროცესების ტრანსფორმაციაზე, ეს პოზიცია შენთვისაა.

ამ როლში შენ:

  • შექმნი და დანერგავ - მანქანური სწავლების (Machine Learning) მოდელებს, დაეხმარები ბიზნესს კლიენტების ქცევის პროგნოზირებაში, პროდუქტების ოპტიმიზაციასა და პროცესების ავტომატიზაციაში.
  • იმუშავებ მრავალფეროვან პროექტებზე – შენი საქმიანობა არ იქნება შეზღუდული ერთი მიმართულებით; შენ იმუშავებ როგორც კლიენტების ქცევის (მაგ. Churn prediction, CLV), ისე პროდუქტებისა და შიდა ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებაზე.
  • აღმოაჩენ ღირებულ კანონზომიერებებს – დიდი მოცულობის და არასტრუქტურირებული მონაცემებიდან გამოავლენ ისეთ კანონზომიერებებს, რომლებიც ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს დაანახვებს.
  • ითანამშრომლებ ბიზნესის და მონაცემთა ინჟინერიის გუნდებთან – დაეხმარები მათ Advanced Analytics-ის მიგნებების ბიზნეს სტრატეგიაში ინტეგრირებასა და მონაცემებზე დაფუძნებული პროდუქტების შექმნაში.
  • გამოიყენებ და განავითარებ ხელოვნური ინტელექტის (AI) და Generative AI-ის თანამედროვე ხელსაწყოებს ყოველდღიური პროცესებისა და ანალიტიკური მუშაობის ეფექტიანობის მაქსიმალურად გასაზრდელად.

თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:

  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება Data Science-ის ან Analytics-ის მიმართულებით.
  • Python-ის (ან R-ის) ძლიერი პრაქტიკული ცოდნა და მონაცემთა დამუშავების/მოდელირების ბიბლიოთეკებთან (Tensorflow, Pandas, Scikit-Learn და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება.
  • SQL-ის კარგი ცოდნა – რთული მონაცემთა ბაზებიდან საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად ამოღებისა და სტრუქტურირების უნარი.
  • ML მოდელების შექმნისა და ვალიდაციის პრაქტიკული გამოცდილება (Classification, Regression, Clustering, Time Series).
  • ბიზნეს აზროვნება და კომუნიკაციის უნარი – რთული მათემატიკური ან სტატისტიკური მოდელების შედეგების „თარგმნა“ მარტივ, ბიზნესისთვის გასაგებ ენაზე.

დამატებითი უპირატესობა იქნება:

  • Big Data ტექნოლოგიებთან (Spark, Databricks, Hadoop ან Cloud Data Warehouses) მუშაობის პრაქტიკა.
  • Deep Learning, NLP, LLM/ GenAI მიმართულებების საბაზისო ან პრაქტიკული ცოდნა.
  • MLOps პრინციპების ცოდნა (მოდელების Production-ში გაშვებისა და მონიტორინგის გამოცდილება).

გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი
, 2026

დამატებითი ინფორმაცია

რატომ სელფი

ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. 
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. 

ჩვენ ვაფასებთ: 
•    პასუხისმგებლობას (Ownership)
•    საქმის ხახრისხიან შესრულებას 
•    პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.

სელფი მობაილში შეგიძლია: 
•    დასახო ამბიციური მიზნები
•    თამამად გამოხატო შენი აზრი
•    ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
•    ისწავლო და ასწავლო სხვებს.

ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
•    ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
•    პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
•    სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
•    კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
•    გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე

Job details
Workplace
Office
Location
Tbilisi, Tbilisi, Georgia
Cellfie Mobile logo
Cellfie Mobile
View company page

Cellfie Mobile is a leading Georgian mobile operator, the first in Georgia to launch 5G networks nationwide. Official non-branded partner of Vodafone Group since December 2024. Serving over 1.3 million customers with innovative tariffs, eSIM, high-speed 4G/5G internet, VoLTE, roaming, and digital services.

Key team members

Irakli Maghalashvili

Irakli Maghalashvili

Apply smarter with Jobr

Jobr aggregates jobs directly from company career portals — no middlemen. Our team applies on your behalf with AI-tailored resumes, reviewed by a human before submission.

Direct from company career pages
AI-personalised cover letters
Human review before every submit
Application tracking & follow-ups