company logo

Agile Coach

TBC.com

Office

თბილისი, Georgia

Full Time

კომპანიის აღწერა

შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერილობა

ვინ არის ეჯაილ ქოუჩი? 

ეჯაილ ქოუჩი არის ეჯაილ გუნდის წევრი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს სქრამის სწორი გამოყენება: სქრამის თეორიის გაზიარება და პრაქტიკაში დანერგვა, როგორც სქრამ გუნდში, ისე მთლიანად ორგანიზაციაში. სქრამ მასტერი პასუხისმგებელია სქრამ გუნდის ეფექტურობაზე. ისინი აღწევენ ამას სქრამ გუნდის პრაქტიკების გაუმჯობესებით.  

კვალიფიკაცია

ეჯაილ ქოუჩი ეხმარება პროდუქტის მფლობელს სხვადასხვაგვარად, მათ შორის:  

  • ეხმარება სხვადასხვა ტექნიკების პოვნაში პროდუქტის მიზნის განსასაზღვრად და პროდუქტის ბექლოგის ეფექტურად სამართავად;  
  • ასწავლის სქრამ გუნდს, რომ პროდუქტის ბექლოგის ელემენტები უნდა იყოს გასაგები და ცხადი;  
  • ასწავლის, როგორ გამოიყენონ ემპირიული მიდგომა, პროდუქტის დაგეგმვისას კომპლექსურ გარემოში;  
  • მოთხოვნისა და საჭიროებისამებრ ფასილიტაციას უწევს ჩართული მხარეების კოლაბორაციას.  

ეჯაილ ქოუჩი ეხმარება ორგანიზაციას სხვადასხვაგვარად, მათ შორის:  

  • წარმართავს ორგანიზაციაში სქრამის დანერგვისა და ადაპტაციის პროცესს მისი პრინციპების სწავლებით;  
  • გეგმავს ორგანიზაციაში სქრამის დანერგვას;  
  • თანამშრომლებსა და დაინტერესებულ მხარეებს ეხმარება სქრამის პროცესების სწორ აღქმაში, მის დანერგვასა და ემპირიული გზით პროდუქტების შემუშავებაში;  
  • ხსნის ბარიერებს დაინტერესებულ მხარეებსა და სქრამ გუნდს შორის.  

ეჯაილ ქოუჩი მოქმედებს როგორც:

  • ნამდვილი ლიდერი, რომლის ყურადღება გამახვილებულია გუნდის წევრებისა და იმ ადამიანების საჭიროებებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზაციისთვის (მომხმარებლისთვის) ღირებულებების შექმანას, დასახული მიზნების მიღწევით, რაც შესაბამისობაშია ორგანიზაციულ პრინციპებსა და ბიზნეს მიზნებთან.  
  • ფასილიტატორი, რომელიც უზრუნველყოფს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც გუნდი შეძლებს თანამშრომლობით სასურველი შედეგების მიღწევას.  
  • მწვრთნელი, რომელიც ზრუნავს ინდივიდების აზროვნება და ქცევა შესაბამისობაში იყოს ეჯაილ პრინციპებთან, ასევე ზრუნავს გუნდის მუდმივ განვითარებასა და საჭიროებისამებრ ორგანიზაციის შესაბამის ჩართულობაზე სქრამ გუნდთან თანამშრომლობის კონტექსტში.  
  • მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია დაბრკოლებების მართვაზე, პროცესების მართვაზე, გუნდის სიჯანსაღესა და გუნდის თვითორგანიზებულობაზე.  
  • მენტორი, რომელიც ეჯაილ ცოდნასა და გამოცდილებას აზიარებს გუნდთან.  
  • მასწავლებელი, რომელიც უზრუნველყობს სქრამისა და სხვა შესაბამისი მეთოდების ახსნა, გაზიარებასა და პრაქტიკაში დანერგვაზე.  
  • დაბრკოლებების აღმომფხვრელი, რომელიც ეხმარება გუნდს, გუნდის თვითორგანიზებულობის ფარგლებში, დაბრკოლებების გადაჭრაში, რაც შესაძლოა ხელს უშლიდეს გუნდს დაგეგმილი მიზნის მიღწევას.  
  • ცვლილების აგენტი, რომელიც საშუალებას აძლევს სქრამ გუნდებს განვითარდნენ და გაავრცელონ ეჯაილ კულტურა ორგანიზაციაში. 

მნიშვნელოვანია გქონდეს:

  • სქრამ მასტერად მუშაობის გამოცდილება.
  • ეჯაილ ქოუჩად მუშაობის გამოცდილება.
  • ტექნიკური პროექტების მართვის გამოცდილება.
  • ეჯაილ გუნდებში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Agile Coach

Office

თბილისი, Georgia

Full Time

September 2, 2025

company logo

TBC

TBC.com