company logo

პერსონალური ბანკირი - ბათუმის სერვის-ცენტრი #13

TBC

Office

ბათუმი, Georgia

Full Time

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს. 

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერილობა

შენ, როგორც პერსონალური ბანკირი:

  • ჩართული იქნები ახალი კლიენტების მოზიდვის პროცესში;
  • გაზრდი პორტფელში არსებული კლიენტების მოხმარებულ პროდუქტებს;
  • კონსულტაციას გაუწევ პორტფელში არსებულ კლიენტებს ბანკის ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებით;
  • კონცეპტ კლიენტებს მიაწვდი ინფორმაციას ბანკის ახალი პროდუქტებისა და სხვა სიახლეების შესახებ;
  • პორტფელში არსებული კლიენტების შესახებ შექმნი სრულყოფილ საინფორმაციო პროფაილს, მუდმივად გააკონტრლებ საინფორმაციო ბაზას;
  • გაზრდი პორტფელში არსებული კლიენტების კმაყოფილებას და ლოიალობას;
  • მოაგვარებ კონცეპტ კლიენტების მომსახურების პროცესში წარმოქმნილ პრობლემებს;
  • შეასრულებ დაწესებულ გაყიდვების გეგმას.

ველოდებით გამოხმაურებას, თუ:

  • ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებულ
  • ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება
  • გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანი
  • გაქვს ლოგიკური აზროვნება 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი

კვალიფიკაცია

  • ბანკის ფილიალებში, მრჩევლის პოზიციაზე  მუშაობის მინიმუმ 1  წლიანი გამოცდილება;
  • გამოცდილება საკრედიტოს მიმართულებით ;
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
  • გაყიდვების უნარ-ჩვევების გამოყენების, პრეზენტაციის ჩატარების გამოცდილება;

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

პერსონალური ბანკირი - ბათუმის სერვის-ცენტრი #13

Office

ბათუმი, Georgia

Full Time

August 18, 2025

company logo

TBC

TBC.com