company logo

საცალო გაყიდვების ბანკირი - ბათუმის სერვის ცენტრი #13

TBC

Office

ბათუმი, Georgia

Full Time

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს. 

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერილობა

  •  საცალო სეგმენტის კლიენტებისთვის სესხების შეთავაზების მიზნით, განახორციელებ კლიენტების მოზიდვას (იპოთეკური, სამომხმარებლო, ავტო, სწრაფი სამომხმარებლო);
  •  საცალო სეგმენტის კლიენტებისთვის დეპოზიტების შეთავაზების მიზნით, განახორციელებ კლიენტების მოზიდვას (ვადიანი; CD და სხვა)
  •  გაანალიზებ კლიენტის ფინანსურ მდგომარეობას;
  •  განახორციელებ განაცხადებისდამუშავებას და წარადგენ საკრედიტო კომიტეტთან, სესხის გაცემის მიზნით;
  •  უზურნველყოფ გაყიდვების შემდგომ აქტივობებს, მათ შორის, პორტფელის მართვას და მის ხარისხზე ზრუნვას.

კვალიფიკაცია

  • გაქვს გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • სამუშაო შინაარსიდან გამომდინარე, გაგიკეთებია ფინანსური ანალიზი;
  •  სასურველია, მრჩევლის პოზიციაზე გქონდეს მინიმუმ 6თვიანი სამუშაო გამოცდილება;
  •  ხარ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, გაყიდვების მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

საცალო გაყიდვების ბანკირი - ბათუმის სერვის ცენტრი #13

Office

ბათუმი, Georgia

Full Time

July 22, 2025

company logo

TBC

TBC.com